სრული სახელი და გვარი- ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი
იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი. მაკიაველის თანახმად, საზოგადოება ვითარდება ბუნებრივი მიზეზებით და არა ღმერთის ნებით. პოლიტიკურ ბრძოლაში მაკიაველს დასაშვებად მიაჩნდა მორალის კანონების უგულებელყოფა, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალებების გამოყენება; ძალაუფლებისათვის ბრძოლაში იგი ამართლებდა მმართველთა სიმკაცრესა და მუხანათობას. მისი ძირითადი შრომებია: „მთავარი“, „ფლორენციის ისტორია“, „მსჯელობა ტიტუს ლივიუსზე“.
რენესანსის დროინდელი იტალიელი მოღვაწე. ითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამოდენიმე მეტოქე ქალაქ სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. მისი წიგნი ,,მთავარი,” (The Prince), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1532 წელს გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ უძველესი ისტორიის შესწავლის ნაყოფს. რენესანსის დროინდელი იტალიელი მოღვაწეითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. (The prince) მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ დრომოუჭმელ ნორმას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობს შეეფერება. მაკიაველს სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი ბატონის, ცეზარე ბორგიას ქმედებების შესაწვლისას შეიძინა. მაკიაველი თავის „მთავარში“ ქადაგებს, რომპასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლბობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი ფასეულობა არის უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს საგარეო პოლიტიკა. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა. მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებილი ნიშანი ისიც არის, რომ იგი მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება) ასევე მელიები (ცბიერება) არის მაკიაველის რეალიზმის დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად სახელწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოსაზრება.
“მინდა სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მოვხვდე, იქ პაპებისა და ჰერცოგების საზოგადოებით დავტკბები, მაშინ ,როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღატაკები, ბერები და მოციქულები იქნებიან”.
“ბედი ჩვენი საქმეების მხოლოდ ნახევარს განაგებს, მეორე ნახევარს კი იგი ადამიანებს ანდობს.”
“ომი მაშინ იწყება, როცა ჩვენ გვსურს, მაგრამ არასდროს მთავრდება მაშინ, როცა ჩვენ ვთხოვთ”.
“იქ, სადაც დიდი სურვილია, დიდი სიძნელეები არ არსებობს.”
“დამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.”
” ზიანი უნდა მიაყენო სწრაფად. რაც უფრო ნაკლებად გაანალიზებენ მას, მით უფრო ნაკლებია მისგან ზარალიც.”
“სჯობს წააგო შენით, ვიდრო მოიგო სხვისით.”
” ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს.”
Monday, November 8, 2010
Thursday, November 4, 2010
სურეალიზმი
სურეალიზმი მიმართულებაა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში, რომელიც დამკვიდრდა ფრანგი პოეტისა და კრიტიკოსის ანდრე ბრეტონის მიერ. სურეალიზმი უშუალოდ წარმოიშვა ე. წ. დადაიზმისაგან, რომელიც იყო მიმართულება ხელოვნებასა და ლიტერატურაში და გამოხატავდა ნიჰილისტურ პროტესტს დასავლური კულტურის ყველა ასპექტის საწინააღმდეგოდ. დადაიზმის მსგავსად სურეალიზმი ხაზს უსვამდა ქვეცნობიერების როლს შემოქმედებაში, თუმცა იგი ქვეცნობიერის ფსიქიკას იყენებს უფრო დალაგებულად და უფრო სერიოზული მანერით.
სურეალიზმი მხატვრობასა და მოქანდაკეობაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობაა. ამ მიმდინარეობის წინამორბედებად ითვლებიან გრაფიკაში იტალიელი პაოლო უსელო, ბრიტანელი პოეტი და მხატვარი უილიამ ბლეიკი, ასევე ფრანგი ოდილონ რედონი.კატალონიელი სალვადორ დალი სურეალისტურ მოძრაობას შეუერთდა 1930 წელს, მაგრამ მოგვიანებით დასმენილი იქნა სურელისტთა უმრავლესობის მიერ იმის გამო, რომ იგი უფრო მეტად დაინტერესებული იყო თავისი ხელოვნების კომერციალიზაციით, ვიდრე სურეალისტური იდეებით. თუმცაღა დროთა განმავლობაში მას აღიქვამდნენ, როგორც ჯგუფის წევრს და მისი ნამუშევრები ფასდებოდა თავისებურად და ნაწილიბრივად ტიპიური სურელიზმის ნიმუშებად.
სურეალისტური მხატვრობა ასახავს შინაარსისა და ტექნიკის მრავალფეროვნებას. ეს მაგალითად, დალის შემთხვევაში წარმოდგენილია ფანტაზიის მეტ-ნაკლებად უშუალო და ფოტოგრაფიული ტრანსკრიპციით, რომლის სულის ჩამდგმელია ჩირიკოს ადრეული ფანტასტიკური ნახატები. არპის ქანდაკებები გამოირჩევა სიდიდით, სიგლუვით, აბსტრაქტული ფორმებით;
მირო კი, რომელიც ხანმოკლე დროით ჯგუფის ფორმალური წევრი იყო, წესისამებრ დაკავებული იყო ფანტასტიკური ფორმებით. ეს ფორმები გამოხატავდა ბავშვთა ხელოვნების განზრახ ადაპტაციას და ამავე დროს კერამიკის გაფორმების (დეკორაციის) თვალსაზრისით, რაღაც საერთოც ჰქონდა კატალონიელი მხატვრების მიერ გამოყენებულ დიზაინთან. რუს-ამერიკელმა მხატვარმა პაველ ტჩელიჩევმა სურეალისტური გამოსახულებები შექმნა სურეალისტთა წევრობამდე თავის ნახატებში, ასევე თავის მრავალ საბალეტო ესკიზში. სურეალისტური მიმდინარეობის ამერიკულ მიმართულებას წარმოადგენს მხატვართა ჯგუფი, რომლებსაც იცნობენ როგორც მაგიურ რეალისტებს მხატვარ პოლ კადმიუსის წინამძღოლობით.

ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ასევე ჯორჯ ტუკერი, ივან ლე ლორენ ოლბრაიტი, ფილიპ ევერგუდი, პიტერ ბლუმი, და ლუის გუგლიელმი. მოქანდაკე ჟოსეფ კორნელმა თავდაპირველი შემოქმედებითი ნაბიჯები გადადგა როგორც სურეალისტმა, თუმცა მოგვიანებით მიაღწია მაღალ ინდივიდუალურ ხელოვნებას. თავისუფალი ქმნილებების მიმართ სურეალისტთა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის დასაწყისზე ნიუ იორკში. სურეალისტთა გრაფიკული ნამუშევრების წარმომადგენლობითი კოლექცია განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო მაგიური რეალისტების ნამუშევრები კი – ამერიკული ხელოვნების ვითნის მუზეუმში. ორივე მუზეუმი მდებარეობს ნიუ ორკში.
შოთა რუსთაველის გამჭრიახობა
რუსთაველის მიერ “ვეფხისტყაოსნის” დასრულებასთან დაკავშირებით დიდუბის მინდორზე ასპარეზობა გაუმართავთ.
მასში მონაწილეობდნენ საქართველოს რჩეული რაინდები და პოეტები. ბრწყინვალე რაინდებითა და მანდილოსნებით გარშემორტყმულ თამარ მეფეს ოქროს ვარსკვლევებით მოქარგული საჩრდილობელი ამკობდა. შეჯიბრი გაიმართა ჯირითში, შუბის ტყორცნაში, ჭიდაობასა და მუსიკაში. რუსთველი გახდა ზეიმის გმირი. მან, როგორც საუკეთესო მხედარმა, მოჯირითემ და შესანიშნავმა მუსიკოსმა, ყველას აჯობა. თამარ მეფემ ბრძანა: უძვირფასეს ჯილდოს, ოქროს გვირგვინს, ის მიიღებს, ვინც ისარს იმ ვაშლს მოახვედრებს, მე რომ თითებით თავზე მეჭირებაო. რჩეული მოისარნი: როსტომ, დონიკე, ზურაბ და ამირანი – მოთათბირების შემდეგ თამარის წინ წარსდგნენ, დაუჩოქეს და შეევედრნენ, რომ ესოდენ სახიფათო შეჯიბრება არ გაემართა. მეფე ქალმა ღიმილით უპასუხა: “არაფერი სახიფათო და საშიში აქ არ არის, სურვილითა და მოხერხებით მიზანს ადვილად მიაღწევთ”.
შოთა რუსთველი წარსდგა წინ და თამარს მიმართა: “დედოფალო, ხელში აიღეთ ვაშლი, მე მოვახვედრებ ისარს!” – შოთას გაბედულებამ ყველა გააკვირვა. თამარმა ცერითა და საჩვენებელი თითით ვაშლი აიღო და თავზემოთ გაიჩერა… რუსთველმა, ყველასაგან მოულოდნელად, აიღო ისარი, მივიდა დედოფალთან, მარცხენათი დედოფლის ვაშლიანი ხელი დაიჭირა, მარჯვენა ხელით ვაშლში ისარი შეასო. თამარმა ვაშლს თითები მოაშორა, შოთამ კი ისრითვე მაღლა ასწია… ყველა მიხვდა, რომ დედოფლის მიერ ნათქვამი გამოცანა რუსთველმა სწრაფად და ჭკვიანურად ახსნა. – რუსთველმა გაიმარჯვა, – ბრძანა მეფე-ქალმა, – ოქროს გვირგვინიც მან დაიმსახურა. ამ შეჯიბრში სახიფათო არაფერი იყო. მე გეუბნებოდით, ვაშლისთვის ისარი მოგეხვედრებინათ, მაგრამ მანძილი, რომლიდანაც ეს უნდა შეგესრულებინათ, არ დამითქვამს. აქ დედოფალმა შოთას გვირგვინი დაადგა და ხელზე კოცნის ნება დართო.
გიორგი ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალე (1286 — 1346) - საქართველოს მეფე 1314-1346, დემეტრე II თავდადებულის ძე.
აღიზარდა ტაო-კლარჯეთი, მისი პაპის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მეჭურჭლეთუხუცესი) კარზე. 1299 ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ აკურთხა, მაგრამ მისი უფლებები ტფილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილ-მეფეს" უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VII-ის მეორე ძმა ვახტანგ II (მეფობდა 1302-10 წლებში). 1314 წელს, დავით VII-ისა და ვახტანგ II-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.
იგი წინდაუხედავი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან დიპლომატიურ ურთიერთობას ომი ამჯობინა.მიუხედავად ამისა მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან - ჩოგან ნოინთან. ამან განაპირობა მისი მონღოლებთან ურთიერთობის გამოსწორება.
1329 წელს გიორგი V შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334 წელს, როცა სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, გიორგი V მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე თუთაბერი, უბოძა მას ათაბაგობა და ჩამოართვა ერთგულების ფიცი. ამრიგად, საქართველოს მთლიანობა აღუდგინა. ეს იყო დიდი პოლიტიკური მონაპოვარი. დადგა დრო მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლებიდა. ყაზან-ყაენის გარდაცვალების (1204) შემდეგ საილხანოში ანარქია სუფევდა. 1335 წელს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. ჩაკეტა უღელტეხილები და ამით მონღოლთა ერთსაუკუნოვან ბატონობას ბოლო მოუღო.
გიორგი V ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. საამისოდ ის უკიდურეს ღონისძიებასაც არ ერიდებოდა, მან ცივის მთაზე სანადიმოდ მოიწვია და ამოხოცა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები. გიორგი V-მ განახორციელა ფინანსური რეფორმა - მოჭრა საკუთარი ფული, ცნობილი "გიორგაული თეთრის" სახელით (არსებობს განსხვავებული მოსაზრება). მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები: "ხელმწიფის კარის გარიგება" და "ძეგლის დება". ეს უკანასკნელი აწესრიგებდა მთიელების ცხოვრებას (გიორგი V ებრძოდა მთიელთა ჩამოწოლას ბარში). საქართველოს მეფეს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან. ამის წყალობით მან შეძლო აღედგინა ქართველთა მონასტრები იერუსალიმსა დასინას მთაზე. მის დროს ქართველებმა იერუსალიმში თავისუფლად შესვლის უფლება მოიპოვეს.
გიორგი V-მ სცადა ქართველთა გავლენის აღდგენა ტრაპეზონის სამეფოში და მხარი დაუჭირა ტახტისათვის მებრძოლ ანა ხუტლუს, რომელმაც ერთხანს ჩაიგდო ხელში ტახტი (1341), მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაკარგა იგი. გიორგი V ხელს უწყობდა ურთიერთობათა გაცხოველებას ევროპასთან, იტალიელთა შავიზღვისპირა ფაქტორიებთან. მის მეფობაში რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს "ბრწყინვალე" უწოდა.

Monday, November 1, 2010
რა არის ისტორია?
ისტორია – (ბერძნ. historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე), 1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.; 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა.
ისტორია არის ცოდნის სფერო, რომელიც შედგება მეცნიერების ცალკეული დარგებისაგან, დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინებისაგან. ცალკეულ ნაწილთა სპეციალიზაციის ხარისხი სხვადასხვაა, რის გამოც გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს. პირველ ჯგუფს შეადგენს ისტორიული მეცნიერების ის დარგები, რომელთა ფარგლებში ისტორიკოსები საზოგადოების ისტორიას შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით. ისტორიას სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომლექსური პრობლემების მიხედვით, სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა ისტორიის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. პირველ შემთხვევაში მსოფლიო ისტორიაში გამოიყოფა: პირველყოფილი საზოგადოების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია და უახლესი ისტორია.
სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით გამოიყოფა: დიდი, ერთმანეთთან ისტორიულად დაკავშირებული რაიონების რეგიონალური ისტორია და ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების ისტორია. მეორე ჯგუფს ქმნის დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინები: წყაროთმცოდნეობა, არქეოგრაფია, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ისტ. მეტროლოგია, სფრაგისტიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ნუმიზმატიკა. დამოუკიდებელ ადგილს იკავებს ორი სპეციალიზებული ისტორიული მეცნიერება არქეოლოგია და ეთნოგრაფია.
Subscribe to:
Posts (Atom)