სურეალიზმი მხატვრობასა და მოქანდაკეობაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობაა. ამ მიმდინარეობის წინამორბედებად ითვლებიან გრაფიკაში იტალიელი პაოლო უსელო, ბრიტანელი პოეტი და მხატვარი უილიამ ბლეიკი, ასევე ფრანგი ოდილონ რედონი.კატალონიელი სალვადორ დალი სურეალისტურ მოძრაობას შეუერთდა 1930 წელს, მაგრამ მოგვიანებით დასმენილი იქნა სურელისტთა უმრავლესობის მიერ იმის გამო, რომ იგი უფრო მეტად დაინტერესებული იყო თავისი ხელოვნების კომერციალიზაციით, ვიდრე სურეალისტური იდეებით. თუმცაღა დროთა განმავლობაში მას აღიქვამდნენ, როგორც ჯგუფის წევრს და მისი ნამუშევრები ფასდებოდა თავისებურად და ნაწილიბრივად ტიპიური სურელიზმის ნიმუშებად.
სურეალისტური მხატვრობა ასახავს შინაარსისა და ტექნიკის მრავალფეროვნებას. ეს მაგალითად, დალის შემთხვევაში წარმოდგენილია ფანტაზიის მეტ-ნაკლებად უშუალო და ფოტოგრაფიული ტრანსკრიპციით, რომლის სულის ჩამდგმელია ჩირიკოს ადრეული ფანტასტიკური ნახატები. არპის ქანდაკებები გამოირჩევა სიდიდით, სიგლუვით, აბსტრაქტული ფორმებით;
მირო კი, რომელიც ხანმოკლე დროით ჯგუფის ფორმალური წევრი იყო, წესისამებრ დაკავებული იყო ფანტასტიკური ფორმებით. ეს ფორმები გამოხატავდა ბავშვთა ხელოვნების განზრახ ადაპტაციას და ამავე დროს კერამიკის გაფორმების (დეკორაციის) თვალსაზრისით, რაღაც საერთოც ჰქონდა კატალონიელი მხატვრების მიერ გამოყენებულ დიზაინთან. რუს-ამერიკელმა მხატვარმა პაველ ტჩელიჩევმა სურეალისტური გამოსახულებები შექმნა სურეალისტთა წევრობამდე თავის ნახატებში, ასევე თავის მრავალ საბალეტო ესკიზში. სურეალისტური მიმდინარეობის ამერიკულ მიმართულებას წარმოადგენს მხატვართა ჯგუფი, რომლებსაც იცნობენ როგორც მაგიურ რეალისტებს მხატვარ პოლ კადმიუსის წინამძღოლობით.
ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ასევე ჯორჯ ტუკერი, ივან ლე ლორენ ოლბრაიტი, ფილიპ ევერგუდი, პიტერ ბლუმი, და ლუის გუგლიელმი. მოქანდაკე ჟოსეფ კორნელმა თავდაპირველი შემოქმედებითი ნაბიჯები გადადგა როგორც სურეალისტმა, თუმცა მოგვიანებით მიაღწია მაღალ ინდივიდუალურ ხელოვნებას. თავისუფალი ქმნილებების მიმართ სურეალისტთა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის დასაწყისზე ნიუ იორკში. სურეალისტთა გრაფიკული ნამუშევრების წარმომადგენლობითი კოლექცია განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო მაგიური რეალისტების ნამუშევრები კი – ამერიკული ხელოვნების ვითნის მუზეუმში. ორივე მუზეუმი მდებარეობს ნიუ ორკში.
No comments:
Post a Comment